მარიამ გიგილაშვილი

ფიტნესინსტრუქტორი და ბოდიბილდერი
თემქა
მარიამი ფიტნესინსტრუქტორი და სპორტსმენი ბოდიბილდერია. მან სპორტული გზა ბავშვობაში კარატით დაიწყო და არაერთ წარმატებას მიაღწია. ამ გამოცდილებამ მას დისციპლინა და მიზანდასახულობა ჩამოუყალიბა.
თბილისის №103 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ხარისხის მართვის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელა.
მარიამი ფიტნესინსტრუქტორად 2016 წლიდან მუშაობს. პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად 2017 წელს MFG-ის ფიტნესინსტრუქტორის პროფესიული კურსი დაამთავრა.
იგი მუშაობს ბავშვებთან და ზრდასრულებთან, რომლებსაც განსხვავებული მიზნები და ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. ინდივიდუალური პროგრამის შერჩევისას ითვალისწინებს ადამიანის მომზადების დონესა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
სამწვრთნელო საქმიანობასთან ერთად მარიამი ბოდიბილდინგისა და ფიტნესის შეჯიბრებებში მონაწილეობს. 2019 წლის 26 ოქტომბერს თბილისის ღია ჩემპიონატზე ბოდიბილდინგსა და ფიტნესში მან მეორე ადგილი დაიკავა.
დაუკავშირდით Royal Fitness-ს
