ჩვენს შესახებ

იმეფე შენს სხეულზე

იხილეთ ჩვენი ფილიალები
Royal Fitness-ის ოქროსფერი ლოგო კლუბის შესასვლელის მინაზე

ჩვენი ისტორია · 2017 წლიდან

მიზნის ერთგულებით შექმნილი

Royal Fitness დაარსდა 2017 წელს, თბილისში, თემქაზე პირველი ფილიალის გახსნით. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანია ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის პროფესიონალური სავარჯიშო გარემოს შექმნა.

წლების განმავლობაში Royal Fitness მუდმივად ვითარდებოდა და აფართოებდა როგორც ინფრასტრუქტურას, ისე მომსახურების სტანდარტებს. 2023 წელს გაიხსნა კომპანიის მეორე ფილიალი ვარკეთილში, რამაც Royal Fitness-ის სივრცე და შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

IMG_4928

ჩვენი სახელისა და სლოგანის მნიშვნელობა

Royal Fitness, იმეფე შენს სხეულზე

ჩვენი სახელწოდება და სლოგანი ეფუძნება მთავარ იდეას, რომ ადამიანს შეუძლია თავად მართოს საკუთარი სხეული, განავითაროს გონება და იმუშაოს საკუთარ თავზე თავისი მიზნების შესაბამისად.

რას ნიშნავს Royal

სიტყვა „Royal“ ჩვენთვის ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, ძალასთან, დისციპლინასთან და საკუთარ თავზე კონტროლთან. ის გამოხატავს იდეას, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს საკუთარი ფიზიკური და მენტალური განვითარების ლიდერი.

Royal Fitness-ში გვჯერა, რომ ნამდვილი ძალა მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, თუ რამდენის აწევა შეგიძლია. ძალა არის დისციპლინა, მენტალური სიმტკიცე, თანმიმდევრულობა და საკუთარ თავსა და საკუთარ მიზნებზე პასუხისმგებლობის აღება.

იმეფე შენს სხეულზე

ჩვენი სლოგანი „Rule Your Body“, ანუ „იმეფე შენს სხეულზე“, ამ იდეას კიდევ უფრო აძლიერებს. სხეული მხოლოდ ის არ არის, რაც ბუნებრივად გვაქვს. მასზე გავლენის მოხდენა შეგვიძლია ჩვენი არჩევანით, დისციპლინითა და მონდომებით. რეგულარული ვარჯიშით, სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეგვიძლია გავაძლიეროთ სხეული, განვავითაროთ გონება და გავხდეთ ისეთები, როგორებიც გვინდა ვიყოთ.

„იმეფე შენს სხეულზე“ ნიშნავს, ფიზიკურადაც და მენტალურადაც თავად მართო საკუთარი გზა და შექმნა საკუთარი თავი საკუთარი წესებით.

ჩვენი მიდგომა

თანმიმდევრულობა. დისციპლინა. პროგრესი.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება დისციპლინას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალურ სტანდარტებსა და მუდმივ განვითარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე და კომფორტული სავარჯიშო გარემო, სადაც თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, ეფექტურად ივარჯიშოს და მიაღწიოს მისთვის მნიშვნელოვან შედეგებს.

Royal Fitness-ში გვჯერა, რომ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი შედეგი მოითხოვს მუდმივ შრომას, დისციპლინასა და საკუთარ თავზე მუშაობას. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ჩვენს წევრებს შევუქმნათ შესაბამისი გარემო და პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და გრძელვადიან პროგრესს.

გაიცანით ჩვენი მწვრთნელები
gfn

თანამედროვე აღჭურვილობა

კარდიოს, ძალოვანი ვარჯიშისა
და თავისუფალი წონების სივრცეები.

პროფესიონალი მწვრთნელები

გამოცდილი მწვრთნელები
თქვენი მიზნების მისაღწევად.

ჯანსაღი გარემო

მეგობრული სივრცე
თანმიმდევრული წინსვლისთვის.

თქვენი Royal Fitness