ლევან გილიგაშვილი

პერსონალური მწვრთნელი
ვარკეთილი
ლევან გილიგაშვილი 1999–2003 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მწვრთნელთა ფაკულტეტზე.
იგი საერთაშორისო სპორტის ოსტატი, ძალისმიერ წოლჭიმში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ასევე ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია.
ლევანი თბილისის ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძალისმიერ წოლჭიმში და საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
მან პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოლიმპიადებზე 2017, 2023 და 2025 წლებში გაიმარჯვა.
დაუკავშირდით Royal Fitness-ს