თემური გოგოლაძე

თემური გოგოლაძე

პერსონალური მწვრთნელი

ვარკეთილი

თემური გოგოლაძე წოლჭიმში 1992 წლიდან ასპარეზობს. 2019 წელს მას სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა.

თემური წოლჭიმში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები მოიპოვა 2017 წელს ლუცკში, 2021 წელს ბიშკეკში და 2023 წელს ტრუტნოვში.

პროფესიული სპორტული კარიერის პარალელურად თემურს პერსონალურ მწვრთნელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ინდივიდუალურად მორგებული პროგრამებით იგი ადამიანებს ძალის, გამძლეობისა და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში ეხმარება.

დაუკავშირდით Royal Fitness-ს