თამაზ კუჭავა

კრივისა და კიკბოქსინგის მწვრთნელი
ვარკეთილი
თამაზ კუჭავა ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონი, Arnold Classic Europe-ის გამარჯვებული და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. მას WPC ფედერაციის საერთაშორისო ოსტატის ტიტული აქვს; არის ეკიპირებულ წოლჭიმში მსოფლიო რეკორდსმენი და აღმოსავლურ ორთაბრძოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.
თამაზს სამწვრთნელო საქმიანობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობს კრივისა და კიკბოქსინგის, ძალისა და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების, წონის ცვლილებისა და ზოგადი ფიზიკური მომზადების მიმართულებებით. მისთვის მნიშვნელოვანია დისციპლინა, თავდაჯერებულობა და მენტალური გამძლეობაც.
დაუკავშირდით Royal Fitness-ს